Z და V - რუსეთის არმიის მხარდამჭერი ბანერი ჰოკეის მატჩისას
Aa
Aa

Z და V - რუსეთის არმიის მხარდამჭერი ბანერი ჰოკეის მატჩისას

რუსეთის KHL-ში პლეიოფები მიმდინარეობს და „სევერტსალსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის გამართულ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიზეზი „სევერსტალის“ გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერია, რომელიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და რუსული არმიის მხარდამჭერი გახლდათ.

რუსეთის ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს, „სევერსტალის“ ქომაგებმა აღმართეს ბანერი, რომელზეც ასეთი წარწერა იყო გამოსახული: „Za СеVерстал.” როგორც ხედავთ, ორი ასო, Z და V სხვებისგან გამოირჩევა და ეს შემთხვევითობა არ გახლავთ. რუსულ ტანკებზე, ვერტმფრენებსა და ავტომობილებზე, რომლებიც უკრაინაში სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, სწორედ ეს ასოები გვხვდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა, მაგრამ ცვლილებები ჯერჯერობით არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში - ბითაძემ ვაშინგტონს 20 ქულა ჩაუგდო
კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში - ბითაძემ ვაშინგტონს 20 ქულა ჩაუგდო