შოთაძე ევროპის ჩემპიონია !  5 ქართველი ოქროსთვის იჭიდავებს
Aa
Aa

შოთაძე ევროპის ჩემპიონია ! 5 ქართველი ოქროსთვის იჭიდავებს

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, ხუთმა ქართველმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ხოლო 63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი შოთაძემ ფინალში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი დაამარცხა, მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა.


გამარჯვების შემდეგ გიორგი შოთაძემ კომენტარი გააკეთა:

60 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ძიმისტარიშვილმა 1/4-ფინალში თურქი მუკრემინ აკტასი დაამარცხა და ნახევარფინალში მოლდოველ ვიტალი ერიომენკოს ბარიერი დამაჯერებლად გადალახა (9:0).


67 კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძე ფინალში იასპარეზებს. მან 1/4-ფინალში სომეხ საჰაკ ჰოვანესიანს აჯობა და ნახევარფინალში იტალიელ იგნასიო სანფილიპოს 9:0 სძლია.


72 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძემ  მერვედფინალში ლიეტუველ ვილიუს სავიცკასს აჯობა, 1/4-ფინალში კი - გერმანელ იდირის იბაევს. ნახევარფინალურ სტადიაზე ჩხიკვაძემ ნორვეგიელი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა.

 

82 კგ. წონით კატეგორიაში ბექა გურულმა ებრაელი დავიდ ჟიტომირსკის ბარიერი დაძლია, მეოთხედფინალში კი გერმანელ ერიკ ლოსერს სძლია. 1/2-ფინალში სერბი ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა, ოქროს მედლამდე 1 ნაბიჯი აშორებს.

 

97 კგ. წონითი კატეგორიის მერვედფინალში გიორგი ქაცანაშვილმა ნორვეგიელი მარკუს ვორენი გამოთიშა ასპარეზობიდან, მეოთხედფინალში კი - ლიეტუველი არნოლდას ბარანოვა. 1/2-ფინალში გიორგი ქაცანაშვილმა ნიდერლანდელი მეტოქე დაამარცხა, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კავაზაშვილი: ''რუსული კლუბების ლეგიონერები ევროპაში არავის სჭირდება''
კავაზაშვილი: ''რუსული კლუბების ლეგიონერები ევროპაში არავის სჭირდება''