გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია! მე-3 ოქროს მედალი ბულგარეთიდან
Aa
Aa

გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია! მე-3 ოქროს მედალი ბულგარეთიდან

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ხუთმა წევრმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ.

72 კკ. კატეგორიის ფინალში გიორგი ჩხიკვაძემ თურქი ტოპრაკის დამარცხება შეძლო. ბრძოლა დაძაბული გამოდგა და ქართველის გამარჯვებით 7:5 დასრულდა.

პირველი ნახევარი ჩხიკვაძის უპირატესობით წარიმართა, მეორეში კი მეტოქე გამოცოცხლდა, თუმცა მისი აქტიურობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი შოთაძემ ფინალში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი დაამარცხა, მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა.

სულ ცოტა ხნის წინ კი 67 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი დიეგო ჩხიკვაძე გახდა, რომელმაც მედალი ასევე თურქი მეტოქის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთაძე ევროპის ჩემპიონია !  5 ქართველი ოქროსთვის იჭიდავებს
შოთაძე ევროპის ჩემპიონია ! 5 ქართველი ოქროსთვის იჭიდავებს