რბოლების ტრანსლაციები აღარ იქნება - რუსეთი ფორმულა 1-ის გარეშე რჩება
Aa
Aa

რბოლების ტრანსლაციები აღარ იქნება - რუსეთი ფორმულა 1-ის გარეშე რჩება

დღეს, უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორმულა 1 რუსეთში რბოლების ტრანსლაციის წარმოების აკრძალვას აპირებდა. რამდენიმე წუთის წინ, Матч ТВ-ის გენერალურმა პროდიუსერმა, ალექსანდრ ტაშინმა დაადასტურა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი ნამდვილად გაწყდა.

„ფორმულა 1-მა Матч ТВ-სთან რბოლების ოფიციალურად ჩვენების თაობაზე დადებული შეთანხმება გაწყვიტა და ამის შესახებ შეტყობინება უკვე მივიღეთ. ჩვენი მხრიდან, წლების განმავლობაში შესრულებული ფინანსური და მარკეტინგული ვალდებულებების მიუხედავად, 2022 წლის სეზონი ჩვენს ტელეეთერში არ იქნება.

ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ გადადგმული მორიგი პოლიტიკური ნაბიჯის გამო ძალიან ვწუხვართ და იმედი გვაქვს, რომ ავტოსპორტის რუს გულშემატკივრებს მიეცემათ საშუალება, ფორმულა 1 დიდ ეკრანზე კიდევ იხილონ.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთს ფორმულა 1-ის გრან პრის ჩატარების უფლებაც ჩამოერთვა, რომლისთვისაც სოჭს უნდა ემასპინძლა. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა განაპირობა. სოჭის გრან პრი 23-25 სექტემბერს იყო ჩანიშნული, მაგრამ რუსული პუბლიკა ფორმულა 1-ს ვერც საკუთარი თვალით და ვერც ტელეეკრანებზე ვერ იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ 15-ში ყოფნას არ იმსახურებს
„ტოპ 15-ში ყოფნას არ იმსახურებს" - მარლონ მორაესმა მერაბზე ისაუბრა