ევროპის ჩემპიონატი - სამი ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - სამი ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ევსემ შველიძე (79 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ.

57 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალამდე გეგელაშვილი სამ მეტოქეს დაუპირისპირდა და სამივე დიდი ანგარიშით დაამარცხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგიმ სომეხი ედიკ არუტინიანს 9:4 აჯობა, მეოთხედფინალში მაკედონელ აიდ სალიჰასს 11:0 მოუგო, ხოლო ნახებარფინალში თურქ იუსუფ დემირთან 10:0 იმარჯვა. ოქოს მედლისთვის ბრძოლაში გეგელაშვილი გერმანელ ჰორსტ ჯასტინ ჯუნიორ ლერს შეერკინება.

70 კილოში ელბაქიძემაც სამი მეტოქე დაამარცხა. საკვალიფიკაციოზე გიორგიმ იტალიელ ჯანლუკა კოლეტს 10:0 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში ავსტრიელ ბენედიკტ ჰუბერს 12:1 მოუგო. ნახევარფინალში ელბაქიძემ მოლდოველ ნიკოლაი გრამესთან დაძაბულ ბრძოლაში  9:7 იმარჯვა და ფინალში სომეხ ნარეკ ჰარუტინიანს შეხვდება.

ასევე 3 ბრძოლა გამართა 79 კილოში ევსემ შველიძემ. ქართველმა ფალავანმა საკვალიფიკაციოზე გერმანელ ბიტ კონსტანტინ შეიბლს 6:2 აჯობა, მეოთხედფინალში აზერბაკანელ აშრაფ აშიროვს 9:8 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ბულგარელი ოქტაი რუჟდი ჰასანი 3:1 დაამარცხა. ოქროსთვის ბრძოლაში შველიძე ბერძენ გეორგიუს კუგიუმტიდის შეერკინება.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რივერი მწითური, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებს. რეპეშაჟის ფინალში იმ შემთხვევაში გადაერთვება, თუ მისი მომგები აზერბაიჯანელი ილიასოვი ნახევარფინალში უნგრელ ვეგს მოუგებს. დღესვე ჩაება ევროკონკურენციაში გიორგი უღრელიძე, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ბორჯღალოსნები ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო თასზე
ოფიციალურად - ბორჯღალოსნები ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო თასზე