საქართველოს ნაკრების ჯგუფს რუსეთი გამოაკლდა - მატჩები 16-17 მარტს გაიმართება
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების ჯგუფს რუსეთი გამოაკლდა - მატჩები 16-17 მარტს გაიმართება

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები 16 და 17 მარტს ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებს გამართავს.

შოთა ჭანუყვაძის გუნდი მეხუთე ჯგუფში მოხვდა, სადაც სლოვაკეთის და რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე რუსეთის 19-წლამდე ნაკრები იყო, თუმცა FIFA-ს და UEFA-ს მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, ჯგუფში გუნდების რაოდენობა შემცირდა. მეხუთე ჯგუფის მატჩებს რუმინეთი უმასპინძლებს.

ესპანეთში, 4-10 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. საქართველოს ფუტსალის 19 წლამდე ნაკრები რუმინეთში 12 ფეხბურთელით გაემგზავრა.

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: ბექა გოგსაძე (ილიაუნი), ზაურ კოტრიკაძე (კროკობეთი)

წინა ხაზი: ლაშა კურტანიძე (ილიაუნი), ბექა ქურდაშვილი (თსუ 2), დავით დვალი (კსუ), ნოდარ ქურცაძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი გიორგაძე (თსუ 2), საბა ეგრისელაშვილი (თსუ 2), ალექსანდრე ორაგველიძე (კსუ), გაიოზ ლაგაზაშვილი (ილიაუნი 2), ნიკოლოზ ბოლქვაძე (ილიაუნი 2).

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების განრიგი:


16 მარტი | ტირგუ-მურეში | 20:30

საქართველო - რუმინეთი

17 მარტი | ტირგუ-მურეში | 20:30

სლოვაკეთი - საქართველო

მომზადებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართულ ფეხბურთში მენტალური პრობლემებია", - საფეხბურთო აგენტი აქტუალურ საკითხზე
„ქართულ ფეხბურთში მენტალური პრობლემებია", - საფეხბურთო აგენტი აქტუალურ საკითხზე