Aa
Aa

"თუ წავაგებთ, უბრალოდ მუშაობას გავაგრძელებთ" - ჩავი გალათასარაისთან მატჩამდე

ევროპის ლიგის მერვედფინალში „ბარსელონა“ სტუმრად „გალათასარაის“ დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, კატალონიელთა თავკაცმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„რთულ კალენდარი გვაქვს, მაგრამ ასეთი გამოწვევა არ გვაშინებს. ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენი სათამაშო მოდელი მთლიანად შეტევაზეა მორგებული. ჩემს გუნდში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც პრესინგს არ მიმართავს. რა იქნება თუ „გალასთან“ და „რეალთან“ წავაგებთ? არაფერი, უბრალოდ მუშაობას გავაგრძელებთ.

გვესმის, რომ რთული დაპირისპირება გველოდება. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავასვენეთ. პირველი შეხვედრა კარგად გავაანალიზე და დაახლოებით ვიცი, როგორ ფეხბურთს ითამაშებს „გალათასარაი.“ ვაღიარებ, პირველ მატჩში საუკეთესოდ არ გვითამაშია.

ჩვენი მთავარი მიზანი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. ევროპის ლიგის მოგება კი ამის საშუალებას იძლევა. ასე რომც არ იყოს, გვსურს ყველას დავანახოთ, რომ ევრო სარბიელზე ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. წაგება მიუღებელი იქნება. უფრო მეტი ინტენსივობა გვჭირდება, ვიდრე ეს პირველ თამაშში გვქონდა.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „ნოუ კამპზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. ცნობისთვის, თურქეთში გასამართი მატჩი 17 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები