ფუტსალი U19 | ლამაზი გოლები და მარცხი სლოვაკეთთან
Aa
Aa

ფუტსალი U19 | ლამაზი გოლები და მარცხი სლოვაკეთთან

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მეორე მატჩი გამართეს და სლოვაკეთთან 2:4 დათმეს.

პირველი შეხვედრა ქართველებმა მე-5 ჯგუფის მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარეს და 2:3 წააგეს.

ამჯერად, საქართველოს ნაკრები ნოდარ ქურცაძის გოლით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ სლოვაკებმა მიჯრით სამი ბურთის გატანა შეძლეს. ყველაფერი პირველი გოლიდან დაიწყო, როცა სტანდარტულის შესრულების შემდეგ ავტოგოლი გავიდა.

მომენტების გამოუყენებლობის გამო მეტოქემ ისარგებლა, თუმცა მეორე ნახევარში გიორგი გიორგაძის ლამაზმა გასროლამ საქართველოს ნაკრები თამაშში დააბრუნა.

სამწუხაროდ, მალევე სლოვაკებმა მეოთხეც გაიტანეს და შეხვედრას წერტილი დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ გოლის ავტორი მეკარე გახდა, რომელმაც საკუთარი კარიდან დაარტყა და ულამაზესი ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში 4-10 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის, ფელიქსისა და ფერანის მხარდამხარ - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია
ვინისიუსის, ფელიქსისა და ფერანის მხარდამხარ - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია