ღირსეული საქციელი - ხელბურთის ფედერაცია უკრაინელ ხელბურთელებს საქართველოში ვარჯიშს და თამაშს სთავაზობს
Aa
Aa

ღირსეული საქციელი - ხელბურთის ფედერაცია უკრაინელ ხელბურთელებს საქართველოში ვარჯიშს და თამაშს სთავაზობს

საქართველოს ხელბურთის ფედერაია საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ადგილოვრივ გუნდებში თამაშის უფლებას მისცემს.

ასევე, იმ მწვრთნელებს და მსაჯებს, რომლებსაც საკუთარი მოვალეობის შესრულება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო არ შეუძლიათ, ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატში დაასაქმებს.

„საქართველოს ხელბურთის ფედერაცია, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ გოგონებს და ბიჭებს სთავაზობს, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში უფასოდ ვარჯიშს. ასევე იმ უფროსი ასაკის ხელბურთელებს ვისაც დროებით საქართველოში ყოფნა უწევთ, სურვილის შემთხვევაში, მისცემს ჩვენი ქვეყნის კლუბებში ვარჯიშისა და თამაშის უფლებას. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დაასაქმებს ასევე ხელბურთის უკრაინელ მწვრთნელებსა და მსაჯებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერხიო რამოსმა უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური ჰუდების გაყიდვა დაიწყო
სერხიო რამოსმა უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური ჰუდების გაყიდვა დაიწყო