მარცხი სამ სეტში - გორგოძე მაიამის მასტერსს დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი სამ სეტში - გორგოძე მაიამის მასტერსს დაემშვიდობა

მიამის მასტერსის პირველ წრეში ეკო გორგოძე ანელინა კალინინას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში სამ სეტში 2:6 6:3 3:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი სეტი მთლიანად უკრაინელი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. კალინინამ 3 ბრეიკი შეასრულა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი იგივე სცენარით დაიწყო და ეკო ბრეიკით 1:3-ს აგებდა, თუმცა ძალები გამონახა, 3 ბრეიკი შეასრულა და 6:3 მოიგო. სამწუხაროდ მესამე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ძალები აღარ ეყო და 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათი და წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ სტადიაზე ჰარმონი ტანს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში სამ სეტში 6:2 3:6 7:6 დაამარცხა.

ასევე გეტყვით, რომ 30 წლის ქართველს მაიამის მასტერსზე ასპარეზობით WTA-ს რეიტინგში 15 ქულა დაემატა, ჯამში 547 დაუგროვდა და 3 საფეხურით დაწინაურდა. დღეიდან ეკო 120-ე ადგილს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები