უკრაინის არმიის დასახმარებლად - პარასპორტსმენი ოლიმპიურ მედალს ყიდის
Aa
Aa

უკრაინის არმიის დასახმარებლად - პარასპორტსმენი ოლიმპიურ მედალს ყიდის

პარალიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა სერგეი ემელიანოვმა გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინელ ჯარისკაცებს დაეხმაროს.

ლეგენდარული პარასპორტსმენის გადაწყვეტილებით, ის ტოკიოში მოპოვებულ ოქროს მედალს გაყიდის,რითაც უკრანულ ჯარს ფულად დახმარებას გაუწევს.

ინფორმაცია სერგეი ემელიანოვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა :

„ყველას მოგესალმებით. ალბათ, არ ვიტყვი დილა მშვიდობისას, რადგან ბევრისთვის დილა არ არის კეთილი. უკრაინის დამცველების დასახმარებლად მე სერგეი ემელიანოვი ვგეგმავ იაპონიაში მოპოვებული პარალიმპიური ოქროს გაყიდვას. მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას“ - წერს პარასპორტსმენი

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბათუმი ხვიჩას ტრანსფერს ადასტურებს, რუბინი წერს: ,,მორჩით, რომ სადმე მიდის
ბათუმი ხვიჩას ტრანსფერს ადასტურებს, რუბინი წერს: ,,მორჩით, რომ სადმე მიდის"