მეტოქემ დოჰიოზე დააგდო - ტოჩინოშინის მარცხი სუპერტურნირზე
Aa
Aa

მეტოქემ დოჰიოზე დააგდო - ტოჩინოშინის მარცხი სუპერტურნირზე

ოსაკაში 2022 წლის მეორე ბაშო მიმდინარეობს. ტურნირის მე-13 დღეს ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე კირიბაიამას დაუპირისპირდა, რომელიც მე-4 მაეგაშირა გახლავთ. ქართველი სუმოისტი სოტოგაკეს ილეთით დამარცხდა. კირიბაიამამ 2 მავაში აუღო, ტოჩინოშინმა კი მხოლოდ ერთი.

მიმდინარე ბაშოზე, ლევანს დადებითი ბალანსი აქვს: 8 მოგება და 5 მარცხი. ქართველი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბაშოს დადებითი ბალანსით დაასრულებს.

ტურნირის მე-14 დღეს ვაკამოტოჰარუს შეხვდება. მათი დაპირისპირება მხოლოდ ერთხელ შედგა და ვაკამოტოჰარუს გამარჯვებით დასრულდა.

როგორც იცით, შემოდგომის ჰაცუ ბაშოზე გორგაძე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა იყო და ტურნირი 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა. ქართველი სეკიტორი ჰარუ ბაშოზეც იგივე წოდებით გამოდის და დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა.

ჰარუ ბაშო 27 მარტს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰარუ ბაშოს | მე-12 დღეს ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქესთან დამარცხდა
ჰარუ ბაშოს | მე-12 დღეს ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქესთან დამარცხდა