დოჰიოდან გადავარდნენ - ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე
Aa
Aa

დოჰიოდან გადავარდნენ - ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე

ოსაკაში მიმდინარე 2022 წლის „ჰარუ ბაშოზე“ მე-14 დღის შეხვედრები გაიმართა. ლევან გორგაძის მეტოქე მე-9 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ იყო, რომელთანაც კარიერაში სულ 1 ბრძოლა (მარცხი) ჰქონდა გამართული. ამჯერად ქართველმა იორიკირის ილეთით მოიგო.

ტოჩინოშინმა ბრძოლა კარგად დაიწყო და ორმაგი მავაშის აღებაც მალევე შეძლო, თუმცა იგივე გააკეთა მეტოქემაც და დოჰიოზე საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება ვიხილეთ. საბოლოოდ, გორგაძემ მეტოქეს ძალითაც და ტექნიკითაც აჯობა და დოჰიოდან გადაყვანა შეძლო, მაგრამ ამ დროს წონასწორობა ორივე მათგანმა დაკარგა და გადავარდნენ. ყველაფერი ტრავმის გარეშე დასრულდა.

ეს ქართველი რიკიშის რიგით მე-9 გამარჯვება იყო. როგორც მოგეხსენებათ, ლევანმა დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში უკვე გაიფორმა. ტურნირი ხვალ დასრულდება და სავარუადოდ გორგაძეს რანგის მხრივ მცირე წინსვლა ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: ,,ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესად გოლით ვასრულებთ
კაშია: ,,ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესად გოლით ვასრულებთ"