რა ეტაპზეა მშენებარე დარბაზი - ემუქრება თუ არა ევრობასკეტს სხვა ქვეყანაში გადატანა
Aa
Aa

რა ეტაპზეა მშენებარე დარბაზი - ემუქრება თუ არა ევრობასკეტს სხვა ქვეყანაში გადატანა

2022 წლის 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო Eurobasket 2022-ს უმასპინძლებს. თბილისში A ჯგუფის შეხვედრები ჩატარდება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ბელგიის და რუსეთის ნაკრებები იქნებიან. ამ უკანასkნელის თამაში ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, FIBA-მ რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთოს. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება, საქართველოს მხრიდან საორგანიზაციო მხარეს, როგორც ვიცით რამდენიმე თვეა სპეციალურად Eurobasket-ისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა, თუმცა მშენებლობის პროცესში არაერთი პრობლემა შეიქმნა, რის გამოც დათქმულ ვადაში სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა.

რამდენიმე კვირის წინ მშენებარე დარბაზს ცეცხლიც გაუჩნდა, რის გამოც ტურნირის ჩატარების საკითხიც რისკის ქვეშ დადგა. ემუქრება თუ არა Eurobasket-ს საქართველოდან სხვა ქვეყანაში გადატანა, ამას „კრისტალსპორტის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში შეიტყობთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული დუელი G ლიგაში - მამუკელაშვილის 15 ქულა, ბეჟანიშვილმა 17 წუთი ითამაშა
ქართული დუელი G ლიგაში - მამუკელაშვილის 15 ქულა, ბეჟანიშვილმა 17 წუთი ითამაშა