ერთი ნაბიჯი ოქრომდე! - ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

ერთი ნაბიჯი ოქრომდე! - ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპინატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ფინალის საგზური მოიპოვა.

70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იკაობიშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მსოფლიო ჩემპიონი, ზირადინ ბაირამოვი დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 4:3 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ქართველი ფალავანი მატჩის მიწურულს მარცხდებოდა და გადამწყვეტი ქულის მოპოვება შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე შეძლო.

ფინალური ბლოკი ხვალ, საქართველოს დროით 21:00 საათიდან გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ, ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით 5 მოჭიდავე იასპარეზებს:

61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი
74 კგ - გიორგი სულავა
86 კგ - ტარზან მაისურაძე
92 კგ - მირიან მაისურაძე 
125 კგ - გენო პეტრიაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევიშვილი: ,,მამარდაშვილს სანერვიულო არ აქვს, მჯერა, ქართველი მეკარეების რეკორდს მოხსნის
რევიშვილი: ,,მამარდაშვილს სანერვიულო არ აქვს, მჯერა, ქართველი მეკარეების რეკორდს მოხსნის"