რატომ არ ტოვებს კუპატაძე რუსეთს? - ,,მირჩევია, უკრაინელებს დავეხმარო, ვიდრე მე გავხდე დასახმარებელი
Aa
Aa

რატომ არ ტოვებს კუპატაძე რუსეთს? - ,,მირჩევია, უკრაინელებს დავეხმარო, ვიდრე მე გავხდე დასახმარებელი"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე, ზვიად კუპატაძე, რომელიც რუსულ „გაზპრომ უგრაში“ თამაშობს, გადაცემის - ,,სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი იყო. მთავარი არხის სპორტულ გადაცემაში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, რუსეთი არ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეოთხედფინალის საგზური ნაადრევად მოიპოვა და კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, რაშიც ზვიად კუპატაძის როლი უმნიშვნელოვანესი იყო.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე, უკრაინაში ომი წამოიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ, მთელი მსოფლიოს გარეშემო პორტსმენების მხრიდან სხვადასხვა განცხადება გავრცელდა და ამის გარდა, მსოფლიოს მშვიდობისკენ არაერთმა საფეხბურთო ლიგამ, მათ შორის საქართველო კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ, მოუწოდა. 

რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, სპორტსმენების უდიდესმა ნაწილმა რუსეთი მალევე დატოვა. მათ რიგებში ქართველი სპორტსმენებიც არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: ,,კაშიას წასვლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დიდი თავსატეხი გაჩნდება
ცხადაძე: ,,კაშიას წასვლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დიდი თავსატეხი გაჩნდება"