ევროპის ჩემპიონატი - ოქროს მედლისთვის ბრძოლას 2 მოჭიდავე განაგრძობს
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ოქროს მედლისთვის ბრძოლას 2 მოჭიდავე განაგრძობს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და დღეს ტატამიზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 5 ქართველი სპორტსმენი გავიდა. საქართველოს სახელით თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ), გიორგი სულავამ (74 კგ), ტარზან მაისურაძემ (86 კგ), მირიან მაისურაძემ (92 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) იასპარეზეს.

ოქროს მედლისთვის ბრძოლას ორი ქართველი განაგრძობს და ჩემპიონობის შანსი მირიან მაისურაძესა და გენო პეტრიაშვილს აქვთ. მაისურაძემ ჰოვჰანეს მხითარიანი 10:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ფეიზულა აკტურკს შეხვდება. პეტრიაშვილმა აბრაჰამ დე ხესუს კონიედო რუანოს 11:0 სძლია და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად რობერტ ბარანს გაეჯიბრება.

დანარჩენ 3 წონით კატეგორიას რაც შეეხება, ვანიშვილი მედლებისთვის ბრძოლას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების გამო გამზატგაჯი ხადილოვთან 6:7 დამარცხდა. პირველივე შეხვედრა დათმო გიორგი სულავამაც, რომელმაც ფრანკ კამისო მარკესთან 2:10 წააგო. ტარზან მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი ფავორიტის, ბორის მაკოევის დამარცხებით გახსნა და მეტოქეს 5:2 მოუგო, თუმცა მეოთხედფინალში სებასტიან იეზიერჩანსკისთან 2:11 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ბლოკი 18:45 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალებს 20:00-დან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას 30 წუთი და პროდუქტიული მატჩი - ატლანტას 14 ქულა ჩაუგდო
გოგას 30 წუთი და პროდუქტიული მატჩი - ატლანტას 14 ქულა ჩაუგდო