ანდრეასიანი დაამარცხა - იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ანდრეასიანი დაამარცხა - იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ზურაბ იაკობიშვილმა ასახელა.

ქართველი ფალავანი 70 კგ კატეგორიის ფინალში სომეხ ანდრეასიანს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაესაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში იაკობიშვილმა აზერბაიჯანელი მსოფლიო ჩემპიონი, ზირადინ ბაირამოვი დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 4:3 დაამარცხა.

ასევე გეტყვით, რომ მძიმე წონით კატეგორიის ფინალში, გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება. საქართველოს მეორე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები