ფინალში აკგულთან დამარცხდა - გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
Aa
Aa

ფინალში აკგულთან დამარცხდა - გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გამოცდილ ტაჰა აგკულს დაუპირისპირდა.

საფინალო ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა. პირველი ნახევარი გენომ 0:5 დათმო. მეორე ნახევარში ქართველი ფალავანი გააქტიურდა, თუმცა მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო. ტაჰა აკგულმა ბრძოლა იდეალურად წარმართა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში იტალიელ მეტოქეს კონიედო რუანოს ძალიან მარტივად 11:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში პოლონელი ბარანი უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ასევე გეტყვით, 70 კგ კატეგორიაში, ბუდაპეშტში გამართლ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზურაბ იაკობიშვილმა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში სომეხი მეტოქე ანდრეასიანი დაჯაბნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები