ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები სახელბურთო ელიტას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები ყველა საერთაშორისო ღონისძიებიდანაა მოხსნილი და მათი ადგილი საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებმა დაიკავეს, რომლებიც სხვა, საკვალიფიკაციო ეტაპს მიღმა დარჩენილ ნაკრებებზე, რეიტინგით მაღალ პოზიციაზე იმყოფებოდნენ.

დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა. ჩვენი გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა და მისი კონკურენტები უნგრეთი, შვეიცარია და ლიეტუვა იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ჯგუფიდან ორი გუნდი ევროპირველობაზე ავტომატურად ხდება, მესამეადგილოსანს, სხვა დარჩენილი შვიდი ჯგუფის მესამეადგილოსნებთან ქულების დატოლებით მიეცემა საშუალება მოხვდეს ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის და იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მტრობა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - პიმბლეტი მზადაა თოფურიას ეჩხუბოს
მტრობა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - პიმბლეტი მზადაა თოფურიას ეჩხუბოს