ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
Aa
Aa

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართული დელეგაცია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა და თბილისში დღეს ჩამოფრინდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 6 მედალი აიღო და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) გიორგი სულავა (74 კგ) ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ცნობისთვის, საქართველო სულ 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 6-მა მათგანმა კი ტურნირი მედლით დაასრულა. 1 აპრილიდან, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: 55 კგ - ნუგზარ წურწუმია 60 კგ - ფრიდონ აბულაძე 63 კგ - ლერი აბულაძე 67 კგ - რამაზ ზოიძე 72 კგ - შმაგი ბოლქვაძე 77 კგ - ბექა მამუკაშვილი 82 კგ - გელა ბოლქვაძე 87 კგ - რობერტ კობლიაშვილი 97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი 130 კგ - იაკობ ქაჯაია მთავარი მწვრთნელი: ვლ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მტრობა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - პიმბლეტი მზადაა თოფურიას ეჩხუბოს
მტრობა ოქტაგონზე გადაინაცვლებს - პიმბლეტი მზადაა თოფურიას ეჩხუბოს