ევროპის ჩემპიონატი - ორი მოჭიდავით ნახევარფინალში
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ორი მოჭიდავით ნახევარფინალში

ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფალავნები ჩაებნენ.

დილის სექციაში გაირკვა, რომ ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმია და ლერი აბულაძე გავიდნენ. სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის ბრძოლას იაკობ ქაჯაია, რობერტ კობლიაშვილი და ბექა მამუკაშვილი ნაადრევად გამოეთიშნენ.

55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში წურწუმია მოლდოველ არტიომ დელეანუს დაუპირისპირდება. ნახევარფინალამდე წურწუმიამ მეოთხედფინალში თურქ ემრე მუტლუს 8:0 აჯობა.

63 კილოში კი ლერი აბულაძის მეტოქე გერმანელი ეტიენ კისინგერი იქნება. მეოთხედფინალში ქართველმა ფალავანმა უკრაინელი ალექსანდრ ჰრუშინი დაამარცხა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:45 განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ოფიციალური რადიო:
ნაპოლის ოფიციალური რადიო: "ნაპოლი დარწმუნებულია, რომ ხვიჩას ივნისში გაიფორმებს"