ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია - 3 მედალი და 2 ოქროს შანსი
Aa
Aa

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია - 3 მედალი და 2 ოქროს შანსი

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი დაამარცხა.

23 წლის აბულაძემ (63 კგ.) მეოთხედფინალში უკრაინელი ალექსანდრ ჰრუშინის ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი გერმანელი ეტიენ კისინგერი დაძაბულ ბრძოლაში 6:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გელა ბოლქვაძემ (82 კგ.) გერმანელი ეისელი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება. ასევე ფინალშია შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.), მან აზერბაიჯანელი განიზადეს ბარიერი დაძლია, ოქროს მედლისთვის უნგრელ ფრიტშს შეხვდება. ასევე, რამაზ ზოიძე (72 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, რომელიც მეოთხედფინალში უნგრელთან დამარცხდა.

ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოგვიანებით, რობერტ კობლიაშვილმა 87კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ მინგუცის მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები