მეორე ოქრო - გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის ჩემპიონია!
Aa
Aa

მეორე ოქრო - გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის ჩემპიონია!

ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გურამ თუშიშვილი უზბეკ ალიშერ იუსუპოვს შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში იპონით დაამარცხა.

შეხვედრის დებიუტში თუშიშვილმა იუსუპოვისგან ვაზარი გაუშვა, თუმცა დასრულებამდე 2 წუთით ადრე მეტოქეს სუფთა გდება შეუსრულა და ოქროს მედალსაც დაეუფლა.

დღესვე, საქართველოს სახელით ოქროს მედლის მოპოვება ლუკა მაისურაძესაც (-90კგ) შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა ძიუდოისტი ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან იპონით დამარცხდა.

გურამ თუშიშვილის გამოსვლით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიის გრანდ სლემზე გამოსვლა დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო ჯამში 4 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო და 2 ვერცხლი. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. თუშიშვილის გარდა გრანდ სლემის გამარჯვებული -73 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი გახდა, ვერცხლის მედლებს კი ლუკა მაისურაძე (-90კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ) დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიღაცამ თავი გაიგიჟა იგოლნიკოვს ვერ მოუგებსო... - ბექაური ოლიმპიადაზე რუს ძიუდოისტთან შეხვედრას იხსენებს
ვიღაცამ თავი გაიგიჟა იგოლნიკოვს ვერ მოუგებსო... - ბექაური ოლიმპიადაზე რუს ძიუდოისტთან შეხვედრას იხსენებს