აეროპორტში დახვედრა - მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ
Aa
Aa

აეროპორტში დახვედრა - მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ფალავნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) დასჯერდა.

ლერი აბულაძე - ევროპის ჩემპიონი

ნუგზარ წურწუმია - ევროპის ვიცე-ჩემპიონი

გეგა გეგეშიძე - ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ოქრო - გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის ჩემპიონია!
მეორე ოქრო - გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის ჩემპიონია!