შენგელიას 2 ქულა და სუსტი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ მაინც გაიმარჯვა
Aa
Aa

შენგელიას 2 ქულა და სუსტი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ მაინც გაიმარჯვა

ევროთასის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ ფრანგულ „ბურგს“ დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად 90:68 დაამარცხა. სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელსაც ცუდი მატჩი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 17 წუთი და 34 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 2 ქულას, 5 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საბედნიეროდ, შენგელიას უფერულ მატჩს გუნდის თამაშზე გავლენა არ მოუხდენია.

იტალიელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანი ადგილობრივი დანიელ ჰაკეტი იყო, რომელმაც არასრულ 24 წუთში 17 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ევროთასის სატურნირო ცხრილში, 18 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ 11 გამარჯვებით და 7 მარცხით მესამე ადგილს იკავებს. იტალიური კლუბი სულ მალე პლეი-ოფის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები