დიდი აღიარება - გიორგი ქაცანაშვილი მარტის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
Aa
Aa

დიდი აღიარება - გიორგი ქაცანაშვილი მარტის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა

22 წლის გიორგი ქაცანაშვილი, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ მარტის თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.

ახალგაზრდა სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოარჩიეს. ქაცანაშვილმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა მოჭიდავემ ფინალში ავსტრიელი რეჯინგერი 5:3 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ფინალამდე გიორგი ქაცანაშვილმა ყველა შეხვედრაში მშრალი გამარჯვება მოიპოვა და ერთი ქულაც არ გაუშვია.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში, ფინალში სწორედ ქართველები გავიდნენ. ქართველი ფალავნები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ, 8 მედალი - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ცოფურაშვილს (130 კგ) ერგო.

აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველომ უმთავრეს კონკურენტს - მეორე ადგილზე გასულ თურქეთის ნაკრებს 27 ქულით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიდაობა | 6 მედალი და  გუნდური მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
ჭიდაობა | 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან