ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შერმადინის 19 ქულა და 9 მოხსნა ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შერმადინის 19 ქულა და 9 მოხსნა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლენოვო „ტენერიფემ“ „ტოფასს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 78:77 დაამარცხა. ესპანელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი და 55 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 17 ქულას, 9 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. როგორც ხედავთ, შერმადინს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.

ვეტერანმა ქართველმა 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და 8-დან ხუთი 2-ქულიანი გამოიყენა. შერმადინმა ასევე 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ტენერიფეს“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი ქულების მხრივ, სასუ სალინი იყო, რომელმაც არასრულ 31 წუთში 27 ქულა და 2 გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება თურქეთში 12 აპრილს გაიმართება. „ტენერიფეს“ გამარჯვების შემთხვევაში, ესპანური კლუბი ნახევარფინალში გავა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები