კოშმარული საღამო გორში - საქართველო შვედეთთან განადგურდა
Aa
Aa

კოშმარული საღამო გორში - საქართველო შვედეთთან განადგურდა

ქალთა ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შვედეთს უმასპინძლა და სამწუხაროდ 0:15 განადგურდა.

მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები აქტიურობდნენ. „ჩვენებურები“ მეტოქის ნახევარზეც ვერ ახერხებდნენ გადასვლას. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში გამართულ მატჩში საქართველომ ღირსეულად იასპარეზა, დღეს, გორში ყველაფერი პირიქით მოხდა.

პირველ ტაიმში შვედეთმა 11 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტჯერ შვედების მხრიდან თავი(3-ჯერ) „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ფილიპა ანგელდალმა გამოიჩინა. დუბლი შეასრულა „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ჰურტინგმა.

ასევე თავი ორჯერ გამოიჩინა „არსენალის“ თავდამსხმელმა სტინა ბლექსტენიუსმა. თითო გოლი კი ამანდა ლესტედმა, ლინდა სემბრანტმა და იონა ანდერსონმა გაიტანეს.

მეორე ტაიმი შვედეთმა შედარებით მშვიდად დაიწყო. ბურთს კვლავ სტუმრები აკონტროლებდნენ, მაგრამ შეტევაში ისეთი აგრესიულები აღარ იყვნენ. 67-ე წუთზე ბლომქვისტმა 12:0 დააფიქსირა. 76-ე წუთზე, შვედეთის მორიგი შეტევის დროს კიდევ ერთი გოლი გავიდა. თავი ამჯერად ასლანიმ გამოიჩინა.

რამდენიმე წუთში, საქართველოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ასლანიმ შეასრულა და დუბლი გაიფორმა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შვედეთმა მე-15 გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

თათია გაბუნია, მარიამ კალანდაძე, ნინი ჩხარტიშვილი(89წთ სოფო ნარსია), თამარ ტატუაშვილი, ნინო სუთიძე, თამარ ქველიძე(61 წთ, ნინო პასიკაშვილი), ტატიანა მატვეევა, ნათია დანელია, ხატია ჭყონია(89წთ ანა წულაია), ლელა ჭიჭინაძე,(46 წთ, მეგი ეჯიბია) ანა ჩემინავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები