ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამოს მძიმე მარცხი ბარსელონეტასთან
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამოს მძიმე მარცხი ბარსელონეტასთან

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მე-12 ტურში კატალონიურმა ''ბარსელონეტამ'' თბილისის ''დინამო'' 18:4 დაამარცხა.

''ბარსელონეტამ'' პირველი მეოთხედი 3:2 მოიგო, მეორე მეოთხედი - 7:2, მესამე მეოთხედი - 5:0, მეოთხედ მეოთხედი - 3:0.

თბილისის ''დინამოს'' მხრიდან გოლები ბითაძემ, სარიჩმა და ვასიჩმა (2) გაიტანეს.

8-გუნდიან ჯგუფში თბილისის ''დინამო'' 0 ქულით აუტსაიდერია, განვლილ 12 შეხვედრაში 104 გოლი გაიტანა და 205 გოლი გაუშვა.

მე-13 ტურში თბილისის ''დინამო'' ხორვატულ ''იადრანს'' დაუპირისპირდება. მატჩი 20 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყებაე-14 ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბერძნულ ''ოლიმპიაკოსს'' შეხვდება, თამაში 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქუჩაში უკვე მცნობენ, დიდი მადლობა ქართველ ქომაგებს
„ქუჩაში უკვე მცნობენ, დიდი მადლობა ქართველ ქომაგებს" - მამარდაშვილის ინტერვიუ