შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფემ დამაჯერებლად გაიმარჯვა
Aa
Aa

შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფემ დამაჯერებლად გაიმარჯვა

ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ბრეოგანს“ უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 96:78 დაამარცხა. გამარჯვებაში კი დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა. გიორგიმ პარკეტზე 26 წუთი და 8 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

„ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო, როგორც ყოველთვის სასუ სალინი იყო, რომელმაც არასრულ 25 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 34 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ „ტენერიფე“ მომავალ ტურში „ფუენლაბრადას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები