ფრე ამსტერდამში - საქართველო ნიდერლანდებს დაუზავდა
Aa
Aa

ფრე ამსტერდამში - საქართველო ნიდერლანდებს დაუზავდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ნიდერლანდებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ადგილობრივ ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი დღევანდელ მატჩში ლიდერების გარეშე წარდგა და ამის მიუხედავად, მთელი შეხვედრის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ძირითადი - თორნიკე ბუკია, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე

სათადარიგო - ალექსანდრე ჯამბურია, გიორგი ჩიმაკაძე, საბა ტყეშელაშვილი, ბინიო, ფუმასა, გიორგი ქურდაძე, ჯანიკო გიორგაია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი.

შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მესამე წუთზე გახსნა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქის შეცდომით კარგად ისარგებლა და საბოლოოდ ვახტანგ კეკელიამ საქართველო დააწინაურა - 0:1.

ნიდერლანდელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლეს. მე-7 წუთზე ბურთი ჩვენმა გუნდმა კუთხურიდან კარგად გაითამაშა და საბოლოოდ საიდ ბუზამბუ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში, ორივე გუნდის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე გამართავს. სამწუხაროდ, მასპინძელი მხარის გადაწყვეტილებით, მატჩის რეპორტაჟი არ შედგება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძის და ბერიძის გოლებით - უიპეშტმა პაკსი დაამარცხა
ზივზივაძის და ბერიძის გოლებით - უიპეშტმა პაკსი დაამარცხა