შენგელიას 10 ქულა - ვირტუს ბოლონიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ვირტუს ბოლონიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა

იტალიის ლიგა A-ს მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 83:65 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 10 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

მასპინძელთა მხრიდან ყველაზე გამორჩეული ისაია კორდინიე იყო, რომელმაც 35 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ სატურნირო ცხრილში 42 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მომავალ ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი „ტრენტოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 13 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები