მსგავსი ანგარიშით - ფუტსალის ნაკრებმა ნიდერლანდებთან მეორე სპარინგი გამართა
Aa
Aa

მსგავსი ანგარიშით - ფუტსალის ნაკრებმა ნიდერლანდებთან მეორე სპარინგი გამართა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე თამაშიც ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელი მხარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რის გამოც გოლების ეპიზოდების ხილვა ვერ ხერხდება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქურდაძემ დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა რამდენიმე წუთში აღადგინეს - გოლი ფაისალ მელაჰმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდებს ამხანაგურ შეხვედრაში გუშინაც დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ცნობისთვის, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ორივე შეხვედრაში ლიდერთა უმრავლესობის გარეშე ითამაშა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს. მეტოქეთა ვინაობა და მატჩების კალენდარი 6 ივლისს დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ ტოვებს კუპატაძე რუსეთს? - ,,მირჩევია, უკრაინელებს დავეხმარო, ვიდრე მე გავხდე დასახმარებელი
რატომ არ ტოვებს კუპატაძე რუსეთს? - ,,მირჩევია, უკრაინელებს დავეხმარო, ვიდრე მე გავხდე დასახმარებელი"