„გთხოვთ, მაპატიეთ“ - რუსი მრბოლელი უღირსი ჟესტისთვის ბოდიშს იხდის
Aa
Aa

„გთხოვთ, მაპატიეთ“ - რუსი მრბოლელი უღირსი ჟესტისთვის ბოდიშს იხდის

რუსი ავტომრბოლელი, რომლის უხეშმა ჟესტმაც მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია, ჩადენილი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.

15 წლის მრბოლელმა, არტიომ სევერიუხინმა განაცხადა, რომ თავის საქციელს ნანობს და მას საზოგადოების შეურაცხყოფა გამიზნული არ ჰქონდა.

„ჩემი საქციელისთვის მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო. დაჯილდოებაზე ჩემი ჟესტი ყველამ ნაცისტურ მისალმებად აღიქვა, თუმცა ეს არ მქონია გამიზნული. ნაციზმს არასდროს დავუჭერ მხარს და პირიქით, მას კაცობრიობის წინააღმდეგ ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად მივიჩნევ.

ტურნირზე იტალიის სახელით ვიასპარეზე და ეს რბოლაც ამ დროშით მოვიგე. დაჯილდოების წინ გუნდელებმა მითხრეს, რომ ამ ფორმით, გულზე ხელის დარტყმა მადლიერებას გამოხატავდა. მიზანი მხოლოდ ეს იყო, სხვა დანარჩენს ვერ ავხსნი.

ვიცი, რომ დამნაშავე და სულელი ვარ და სასჯელისთვისაც მზად ვარ. გთხოვთ, გაიგოთ, რომ ამ ჟესტით ნაციზმისთვის და ფაშიზმისთვის მხარი არ დამიჭერია. არავის შეურაცხყოფის სურვილი არ მქონია. გთხოვთ, მაპატიეთ!“ - განაცხადა რუსმა მრბოლელმა.

ცნობისთვის, არტიომ სევერიუხინი ტურნირზე იტალიის სახელით გამოდიოდა, ინციდენტის შემდეგ კი ორგანიზაცია Ward Racing-მა, რომელსაც სევერიუხინი წარმოადგენდა, 15 წლის მრბოლელთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვისვენებდით, როცა ჭურვი დაეცა ჩვენს შტაბს“ - ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლ მირო ვანაძესთან
„ვისვენებდით, როცა ჭურვი დაეცა ჩვენს შტაბს“ - ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლ მირო ვანაძესთან