მარცხი შვედეთთან - ბოლქვაძემ ზედიზედ 12 გეიმი დათმო
Aa
Aa

მარცხი შვედეთთან - ბოლქვაძემ ზედიზედ 12 გეიმი დათმო

ანტალიაში, ბილი ჯინ კინგის თასის გათამაშებაში (I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონა) საქართველ-შვედეთის მატჩში თამარ გაგოშიძე ჟაკელინ კაბაი ავადისთან 1:6, 3:6 დამარცხდა, ხოლო კაისა ვილდა ჰენემენმა მარიამ ბოლქვაძეს ორ სეტში 6:2, 6:0 მოუგო. პირველ სეტში ბოლქვაძე იგებდა (2:0), თუმცა შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ბოლქვაძემ ზედიზედ 12 გეიმი დათმო.

შეგახსენებთ, შვედეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები 13 აპრილს ავსტრიას შეხვდება, 14 აპრილს - ხორვატიას, 14 აპრილს - ბულგარეთს. აღნიშნულ ტურნირზე 11 ნაკრები ორ ჯგუფშია განაწილებული, ჯგუფიდან სამი ნაკრები მსოფლიო ჯგუფის ფლეი-ოფში ითამაშებს, ორი გუნდი მეორე ჯგუფში დაქვეითდა, სხვა გუნდები კი შემდეგ გათამაშებაშიც პირველ ჯგუფში იასპარეზებენ, მათთვის არაფერი შეიცვლება.

A ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, თურქეთი, ესტონეთი, დანია.

B ჯგუფი: შვედეთი, ხორვატია, ავსტრია, ბულგარეთი, სლოვენია, საქართველო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარმატებული სტარტი - გორგოძემ ბოგოტას ტურნირი მოგებით დაიწყო
წარმატებული სტარტი - გორგოძემ ბოგოტას ტურნირი მოგებით დაიწყო