შერმადინის 12 ქულა ტოფასთან - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია
Aa
Aa

შერმადინის 12 ქულა ტოფასთან - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ტოფასმა“ ლენოვო „ტენერიფეს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 73:74 დამარცხდა. ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ „ტენერიფე“ პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების წევრმა კარგი მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

შერმადინმა პარკეტზე 25 წუთი და 26 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულას 3 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

„ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო ჰუერტასი იყო, რომელმაც არასრულ 29 წუთში 15 ქულა და 7 პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები