შენგელიას ორმაგი დუბლი და მაგარი მატჩი ტრენტოსთან
Aa
Aa

შენგელიას ორმაგი დუბლი და მაგარი მატჩი ტრენტოსთან

იტალიის ლეგა 1-ის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტოს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და Over Time გახდა საჭირო. საბოლოოდ მასპინძლებმა 95:88 გაიმარჯვეს.

„ვირტუს ბოლონიას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა, რომელიც საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგით გამოირჩა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28 წუთი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შენგელიამ 19 ქულას 11 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. როგორც ხედავთ, თორნიკემ ორმაგი დუბლი დააფიქსირა და „ვირტუს ბოლონიას“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, იტალიურ კლუბს 44 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ცნობისთვის, მომავალ ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „პეზაროს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები