მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ურთულეს ჯგუფში მოხვდა
6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ წყალბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ნაცვლად საქართველო ითამაშებდა.
როგორც მოგეხსენებათ, რუსეთსა და ბელარუსს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ევრო სარბიელზე ასპარეზობის უფლება ჩამოერთვათ.
ამრიგად, ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეა და უკვე მეტოქეების ვინაობაც გაირკვა.
წილისყრას ბუდაპეშტმა უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში იყო განთესილი და შესაბამისად ძლიერი მეტოქეები მოუწია. A ჯგუფში ქართველებთან ერთად უნგრეთი, ბრაზილია და მონტენეგრო იასპარეზებენ. ჯგუფი ურთულესთა კატეგორიას მიეკუთვნება.
ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ გავა. მე-2 და მე-3 ადგილოსნები სხვა ჯგუფებთან 4 საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ, რათა პლეი-ოფში მოხვდნენ.
რაც შეეხება წილისყრის სხვა შედეგებს, ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: უნგრეთი, ბრაზილია, მონტენეგრო, საქართველო.
B ჯგუფი: საბერძნეთი, ხორვატია, გერმანია, იაპონია.
C ჯგუფი: იტალია, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი.
D ჯგუფი: სერბეთი, ავსტრალია, აშშ, ყაზახეთი.
The official groups for the Men's Water Polo Tournament at the 19th FINA World Championships in Budapest 2022 ???????? are here ‼️???? #FINABudapest2022 pic.twitter.com/Dr2aGDCIra
— FINA (@fina1908) April 12, 2022
შეგახსენებთ, რომ წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ქალაქ ბუდაპეშტში 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება.