''ეს სამარცხვინო იყო'' - ლაპორტა აინტრახტის ქომაგებით გადავსებულ კამპ ნოუზე
Aa
Aa

''ეს სამარცხვინო იყო'' - ლაპორტა აინტრახტის ქომაგებით გადავსებულ კამპ ნოუზე

ფრანკფურტის ''აინტრახტმა'' ხავის ''ბარსა'' ''კამპ ნოუზე'' დაამარცხა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას მოსალოდნელზე გაცილებით მეტი, ''აინტრახტის'' ათასობით ქომაგი დაესწრო. ამ ფაქტს კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სამარცხვინო უწოდა. ცხადია, ხავიც უკმაყოფილო დარჩა.

ხავი: ''კამპ ნოუზე'' 70 000-80 000 კულეს (''ბარსას'' ქომაგი) ველოდი, თუმცა ასე არ იყო. კლუბი შეამოწმებს თუ რა მოხდა''.

ლაპორტა: ''ამ ფაქტით დამწუხრებულნი ვართ. ეს დიდი სირცხვილია, რომელიც არ უნდა განმეორდეს. ინფორმაციის დიდი ნაწილი ჩვენს ხელთაა, ვითარებას შევისწავლით, შესაბამის ღონისძიებას გავატარებთ, მაგრამ მომხდარი ფაქტი სამარცხვინოა''.

მოცემული ვიდეო გერმანელმა ჟურნალისტმა ფელიქს ტამსუტმა გაავრცელა, ''აინტრახტის'' 30 000 ქომაგის მარში ''კამპ ნოუსკენ'' მიმავალ გზაზე.

შეგახსენებთ, გერმანიაში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში ''ბარსა'' შინ 2:3 დამარცხდა. კოშტიჩის დუბლსა და ბორეს გოლს ხავის ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე უპასუხეს. ანგარიში ბუსკეტსმა შეამცირა, დეპაიმ კი მატჩის საბოლოო ანგარიში მე-11 დამატებულ წუთზე შეამცირა, თუმცა ხავის გუნდისთვის ''აინტრახტის'' ბარიერის დაძლევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"უკანასკნელი ცეკვა ერთად? რატომაც არა?" - ალვეშს მესის დაბრუნება სურს