საიმანოვი: ხვიჩამ მესიჯები მაჩვენა, მასზე დიდი ზეწოლა იყო
Aa
Aa

საიმანოვი: ხვიჩამ მესიჯები მაჩვენა, მასზე დიდი ზეწოლა იყო

„რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლაზე მორიგი კომენტარი გააკეთა.

საიმანოვმა კლუბიდან წასული ლეგიონერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და ხვიჩას შემთხვევა გამოყო, რომელსაც სხვების ფონზე გარკვეული და ახსნილი უწოდა.

„კვარცხელიას შემთხვევაში სიტუაცია რაღაცნაირად მაინც ახსნილია. ადამიანი, რომლისაც გვესმის, აგენტი, რომლისაც გვესმის. რაღაცის პროგნოზირება მაინც შეგვიძლია. ხვიჩა, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაშია. საზღვარგარეთ ისტერიკაა. საქართველოდან მან უამრავი წერილი მიიღო. მან მესიჯები მაჩვენა. ის ახალგაზრდა გულწრფელი ბიჭია. მასზე დიდი ზეწოლა იყო. ვთხოვე, თამაში დაემთავრებინა და მხოლოდ მაშინ, როცა საერთაშორისო შესვენება მოვიდოდა წასულიყო. მან გაუძლო. მადლობა მას ამისთვის“,

- ციტირებს საიმანოვის სიტყვებს RB Sport.

კვარაცხელიას „რუბინიდან“ წასვლისა და „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა ხვიჩას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა.

„თუ რუბინი ხვიჩის ნაპოლიში გადასვლით ვერაფერს მიიღებს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი გაძარცვეს. მისი წასვლით ლოკომოტივმაც ვერაფერი გამოიმუშავა, თუმცა ძალიან ღირებული ფეხბურთელია. ხვიჩა ათეულობით მილიონი ევრო ღირს. ის ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. მაგრამ გადასვლას მხოლოდ ოფიციალური განცხადებების შემდეგ მოგილოცავთ, იქამდე ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“.

აქვე გეტყვით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლიში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მისი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევრო იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შავი სათამაშო ფორმით ასპარეზობა ჩემი სურვილი იყო
„შავი სათამაშო ფორმით ასპარეზობა ჩემი სურვილი იყო " - არველაძე კარდიფთან მატჩის შემდეგ