19 ქულა და MVP - შერმადინის მაგარი მატჩი უნიკახასთან
Aa
Aa

19 ქულა და MVP - შერმადინის მაგარი მატჩი უნიკახასთან

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „უნიკახას“ ესტუმრა და 97:64 გაანადგურა. სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელსაც ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა და მატჩის MVP გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 19 ქულას, 9 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გიორგიმ 11-დან ცხრა 2-ქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი შედეგი კი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ტენერიფეს“ მხრიდან ასევე გამორჩეული იყო კანადელი კაილ ვაილტიერი, რომელმაც არასრულ 17 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 38 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. „ტენერიფეზე“ წინ მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან. მომავალ ტურში, „ტენერიფე“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები