შავი ლომი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს!
Aa
Aa

შავი ლომი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს!

„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს. თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართულ ნახევარფინალურ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა ესპანური „იბერიანსი“ დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით, 43:40 დაამარცხეს.

დღევანდელ შეხვედრაში სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა 11 ლელო იხილა, აქედან 7 კი ლევან მაისაშვილის გუნდის მხრიდან.

პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა 26:20 მოიგეს, მეორე ტაიმი კი 17:20 დათმეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოახერხეს. „შავი ლომიდან“ თითო-თითო ლელოს დადება გიორგი აფციაურმა, მერაბ შარიქაძემ, ლაშა ლომიძემ და ლაშა ხმალაძემ დადეს, შალვა მამუკაშვილმა კი დუბლის შესრულება შეძლო. ამასთან, ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ, ერთი საჯარიმო ლელოც დაიდო.

პირველი ქართული ფრენჩაიზი ფინალში ლისაბონის „ლუზიტანოსს“ შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ, ნახევარფინალში თელ-ავივის ჰითსი 42:26 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა 8 მაისს, ლისაბონში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟვანიას შესანიშნავი ლელო - PRO D2-მა ქართველი მორაგბე გამოარჩია
ჟვანიას შესანიშნავი ლელო - PRO D2-მა ქართველი მორაგბე გამოარჩია