„ბევრი მის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ...“ - რას წერს იტალიური სააგენტო ხვიჩაზე
Aa
Aa

„ბევრი მის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ...“ - რას წერს იტალიური სააგენტო ხვიჩაზე

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლურ გუნდში სამედიცინო შემოწმება მარტის დასაწყისში გაიარა და კლუბთან წინასწარი კონტრაქტიც შეათანხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი წელიწადში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ მედიაშიც აქტიურად წერენ. ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც ხვიჩას შესახებ ისაუბრა „ნაპოლისთან“ დაკავშირებული საიტი, Mondonapoli.it გახლავთ.

სააგენტო წერს, რომ შესაძლოა ნეაპოლური გუნდის ქომაგები ხვიჩას ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ ის „ნაპოლის“ მომავლის ნაწილი იქნება.

„ადვილი წარმოსადგენია, რომ როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას სახელი „ნაპოლის“ აქტიურად დაუკავშირეს, გულშემატკივრების დიდ რაოდენობას ეს გულს ნამდვილად არ გაუთბობდა და ბევრიც ამას სკეპტიკურად შეხედავდა.

თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ქართველის მსგავსი ფეხბურთელი, „ნაპოლის“ ახალი სატრანსფერო სტრატეგიის ნაწილია. ეს დე ლაურენტისის „ნაპოლის“ ჰგავს, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა ფოკუსირება და კლუბი დიდებული გახადა. მნიშვნელოვანია ისეთი ფეხბურთელების გადმოყვანა, რომლებსაც საკუთარი მაქსიმუმი არ უჩვენებიათ, ამით გუნდი ხანგრძლივ ციკლზე მოახდენს ფოკუსირებას.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კოსტას მანოლასის და ლოზანოს ტრანსფერები. როცა მოვიდნენ, ისინი უკვე „მზა“ ფეხბურთელები იყვნენ, მათში ჩადებული ინვესტიცია კი გუნდს უკან არ დაუბრუნდა“, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინი“ დატოვა და ამჟამად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს. 21 წლის ფეხბურთელმა აჭარული კლუბის შემადგენლობაში 2 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: თუ რუბინი ხვიჩას ნაპოლიში გადასვლით ვერაფერს მიიღებს, ეს ქურდობა იქნება
სიომინი: თუ რუბინი ხვიჩას ნაპოლიში გადასვლით ვერაფერს მიიღებს, ეს ქურდობა იქნება