„თავს გაძარცვულად ვგრძნობდით“ - ჩავი აინტრახტთან მატჩზე
Aa
Aa

„თავს გაძარცვულად ვგრძნობდით“ - ჩავი აინტრახტთან მატჩზე

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა „კადისთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა ლიგაზე, „აინტრახტთან“ მატჩში კლუბი თავს გაძარცვულად გრძნობდა.

„მოთამაშეები ვერ გრძნობდნენ, რომ შეხვედრას სახლში თამაშობდნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ შეხვედრაში დამდგარი შედეგის. პირველივე წუთებიდან ცუდი განცდა მქონდა, როდესაც სასტუმროდან სტადიონისკენ მივდიოდით, საერთოდ ვერ ვგრძნობდით გულშემატკივრების მხარდაჭერას. ფეხბურთელები გვირაბშიც ვერ შედიოდნენ, ყველაფერს გვესროდნენ.

ყველა გაგებით საბედისწერო ღამე იყო, კოშმარულად დაიწყო და ასევე დასრულდა. საშინელებაა, როდესაც საკუთარ სტადიონზე თავს გაძარცვულად გრძნობ. იმედია, ეს აღარასდროს განმეორდება“, - განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „აინტრახტთან“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა, კატალონიაში გამართულ მატჩს კი 30 000-მდე გერმანელი ქომაგი დაესწრო. საქმე იქამდე მივიდა, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივართა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შესვენებაზე ადგილები დატოვა და კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: ამჟამად სათამაშო მოდელის შეცვლის პროცესში ვართ
ჩავი: ამჟამად სათამაშო მოდელის შეცვლის პროცესში ვართ