ეროვნული ლიგა, Crystalbet ეროვნული ლიგა, დილა, გორის დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
Aa
Aa

დილა მთავარი მწვრთნელის გარეშე | დემჩენკო 3 მატჩითაა დისკვალიფიცირებული

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა დილამ თელავს უმასპინძლა. შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და დილას სასარგებლოდ, ანგარიშით - 2-1 დასრულდა, მე-4, გიორგი ლომთაძის გოლი კი გაუქმდა, რასაც დილას უკარაინელი მთავარი მწვრთნელის, ანდრი დემჩენკოს უკმაყოფილება მოჰყვა. დაძაბულობა უკრაინელ სპეციალისტსა და ლაინსმენს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის გამოც, სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა დილას მთავარი მწვრთნელი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ურაინელს ჯარიმის სახით 1 200 ლარის გადახდაც მოუწევს.

დილა 2-1 თელავი

დილას მომდევნო 3 მატჩი კი ასეთია:

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დილას სამგურალის წინააღმდეგ, სტუმრად აქვს  ჩანიშნული, მე-10 ტურის მატჩი, ასევე სტუმრად, გაგრას წინააღმდეგ შედგება, ხოლო მე-11 ტურში დილა ტორპედოს გორში უმასპინძლებს.

გასული, 8 ტურის შემდეგ, გორის დილას 18 ქულა აქვს და ლიდერ დინამო ბათუმს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. გასულ 8 შეხვედრაში ანდრი დემჩენკოს გუნდმა 6 მატჩი მოიგო, 2-ჯერ კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს"