კრივი, დილიან უაითი, ტაისონ ფიური
Aa
Aa

დიდი ბრძოლის წინ: ფიური VS უაითი

24 აპრილს, 01:00 საათზე ლონდონში დიდი კრივია - „უემბლიზე“ WBC-ის მძიმე წონის ჩემპიონის წოდებისთვის ტაისონ ფიური დილიან უაითს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლაზე დასასწრები 94 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.

ბრძოლამდე მოკრივეებმა პრესასთან ისაუბრეს. ფიური უფრო აქტიური იყო და უფრო ვრცლად ისაუბრა. უაითი კი მოკრძალებულად წარსდგა.

ტაისონ ფიური:

„გაოგნებული ვარ იმ მხარდაჭერით, რაც მქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ისინი იმსახურებენ დიდ ბრძოლას სახლში.

უემბლიზე ბილეთების რამდენიმე საათში გაყიდვა ჩემთვის სიგიჟე იყო. ეს ნამდვილად ბედნიერი მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, არა მხოლოდ ჩხუბის გამო, არამედ ყველა ამ ხალხის გამო - ფანტასტიკურია თქვენი სიყვარულის გამოხატვა ამ მასიურ ღონისძიებაზე.

ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ გონების თამაშების ოსტატი ვარ, მაგრამ განზრახ არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ ვამბობ, ხანდახან ძველი ნაგავია და ხან კარგი. მე არ ვარ პროფესორი X, რომ ვინმეს თავში შევაღწიო. მე უბრალოდ მოკრივე ვარ.

არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მჭირდება. ყველა ფიქრობს, რომ აქ მხოლოდ ფულისთვის ვარ. ცოტამ თუ იცის, რომ ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

მივდივარ. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. შედეგის მიუხედავად, კარგი ბრძოლა გვექნება და მერე სახლში წავალ.

გავიმარჯვებ და წავალ არა იმიტომ, რომ გულშემატკივრებს ასე სურთ, არამედ იმიტომ, რომ მე ასე მინდა. 20 წელია კრივში ვარ. მე არ ვამბობ, რომ ცნობილი ადამიანების ცხოვრება მინდა, მაგრამ არ მინდა ვიყო კინოვარსკვლავი. მე უბრალოდ მინდა ვიყო მარტო და გავთიშო ყველა სოციალური მედია.

მე აქ მხოლოდ ერთი ბრძოლისთვის ვარ. მივდივარ და სამუდამოდ დაგემშვიდობებით“.

დილიან უაითი:

„მე მუდმივად მიწევს ადაპტაცია და ჩემი საქმის კეთება. არ მეშინია გარისკვის, რადგან მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ.

დასაკარგი არაფერი მაქვს. მე არ ვარ Gypsy King-ი (ბოშების მეფე), მაგრამ მე ვარ გამოცდილი თანამემამულე. ამ დროისთვის ტაისონ ფიური დიდი ვარსკვლავია, თუმცა მეც ვარ ამ სპორტის ვარსკვლავი. ფიური რინგზე ძალიან არაპროგნოზირებადია, ამიტომ მაქსიმალურად მოვემზადე.

მე მზად ვარ იმისთვის, რაც მან მოამზადა ჩემთვის. ბევრი ვიბრძოლე სხვადასხვა მოკრივეებთან, სხვადასხვა სტილის წინააღმდეგ. ვნახოთ, რა მოხდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული კრივის საამაყო შედეგი - 2 ქართველი ევროპის ჩემპიონია!
ქართული კრივის საამაყო შედეგი - 2 ქართველი ევროპის ჩემპიონია!