ტოტენჰემი, ანტონიო კონტე, პარი სენ-ჟერმენი
Aa
Aa

Le Parisien: „ანტონიო კონტეს პარი სენ-ჟერმენის გაწვრთნა სურს“

ფრანგულ პრესაში „პარი სენ-ჟერმენთან“ დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე წუთის წინ, Le Parisien-მა დაწერა, რომ „ტოტენჰემის“ თავკაცს, ანტონიო კონტეს პარიზული გრანდის გაწვრთნა სურს.

იტალიელმა სპეციალისტმა მეგობრებთან და „ტოტენჰემის“ თანამშრომლებთან გამართულ პირად საუბრებში დაადასტურა, რომ „პარკ დე პრენსზე“ გადასვლა უნდა და პსჟ-ს ხელმძღვანელებსაც დაელაპარაკა. როგორც ირკვევა, კონტემ მათ შეატყობინა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სურს და ეს მისი მთავარი პრიორიტეტია.

კლუბის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. უდიდესი ალბათობით, მიმდინარე სეზონის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო პოსტს დატოვებს და ფრანგებს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ. Le Parisien-ის ცნობით, კონტე „პარი სენ-ჟერმენის“ ნომერ პირველი კანდიდატურა არაა, მაგრამ მისი დანიშვნის საკითხი ნამდვილად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ კონტეს „ტოტენჰემი“ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება და „დეზები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოს არიან. ლონდონელთა ანგარიშზე 57 ქულაა და ისინი მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
და მაინც, ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია - იტალიური გამოცემა ესპანეთთან მატჩს იხსენებს
და მაინც, ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია - იტალიური გამოცემა ესპანეთთან მატჩს იხსენებს