ლელობურთი
Aa
Aa

ტრაგედია გურიაში - ლელობურთზე დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა, რომელიც ყოველ წელს სააღდგომოდ ტარდება.

წლევანდელი ლელობურთი სამწუხაროდ ტრაგედიით დასრულდა. „გურია თუდეის“ ინფორმაციით, თამაშის დროს დაშავებული 50-წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც „კრისტალსპორტს“ ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი თამაშის დროს მსუბუქად დაშავდა და ის ახლობლებმა საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს. ბინაში ყოფნის პერიოდში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ასევე, კლინიკაში გადაყვანა ლელობურთში მონაწილე კიდევ ერთ მამაკაცს დასჭირდა. კლინიკა „მედალფას“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ ლელობურთი ქართული, ეროვნული სპორტის სახეობაა, რომელსაც ყოველ აღდგომაზე გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში თამაშობენ. ტრადიციის მიხედვით, ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები ეჯიბრებიან, გამარჯვებული კი ისაა, ვინც ამ ბურთს თავისი ნახევრისკენ პირველი გადაძალავს. წლევანდელი ლელობურთი ქვემო შუხუთის მოსახლეობის გამარჯვებით დასრულდა.

ვიდეო: გოგა ჩანადირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ნოკაუტით - ტაისონ ფიურიმ უაითი დაამარცხა
გამარჯვება ნოკაუტით - ტაისონ ფიურიმ უაითი დაამარცხა