ვლადიმირ კლიჩკო
Aa
Aa

„რინგზე დაბრუნება? ჯერ ომი გვაქვს მოსაგები“ - ვლადიმირ კლიჩკო

მსოფლიო კრივის ლეგენდა და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ვლადიმირ კლიჩკო რინგზე 46 წლის ასაკში რინგზე დაბრუნებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ უკრაინელმა მოკრივემ BILD-თან ისაუბრა:

„გასაგებია, რომ ომის მიუხედავად, ძველი ცხოვრების დავიწყება არ შეიძლება, კრივი კი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია.

მოხარული ვარ ტაისონ ფიურის გამარჯვებით. რინგზე ჩემი დაბრუნება? არ მინდა რაიმე გრანდიოზული დაპირების გაცემა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ჯერ ომი უნდა დასრულდეს და გავიმარჯვოთ. რუსეთთან ჩვენმა საზღვრებმა ძველებურად, დარღვევების გარეშე უნდა იარსებოს.

ვარ თუ არა კარგ ფორმაში? ვინ იცის... პერიოდულად მესიზმრება ხოლმე როგორ ვხსნი ჯორჯ ფორმანის რეკორდს. ეს ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევს...“, - განაცხადა კლიჩკომ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ISU-ს გადაწყვეტილება - რუსეთს გრან პრის ჩატარების უფლება ჩამოერთვა
ISU-ს გადაწყვეტილება - რუსეთს გრან პრის ჩატარების უფლება ჩამოერთვა